რეზონანსი
27.06.2025

VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შევაჩერეთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო კონსულტაცია VOKS 2025-ში 2 მილიონზე მეტმა ხმამ უნგრეთის მთავრობას დემოკრატიული მანდატი მიანიჭა, წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წევრ სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ერთხმად შეიძლება გაგრძელდეს.

„ჩვენ არ დავთანხმდით. თუ ომში მყოფ ქვეყანას მივიღებთ, რუსეთთან ომში ჩაგვითრევენ", - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს უნგრეთის მთავრობამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარებული საჯარო კონსულტაციის საბოლოო შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველთა 95%-მა ხმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×