რეზონანსი
27.06.2025

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დილიდან ეჩმიაძინის საკათალიკოსოში ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაიანის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ადგილზე შეკრებილმა მრევლმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, შირაქის მხარის ეპისკოპოსს ბრალად სომხეთის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა ედება.

სამართალდამცველები ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსთან დილიდან გამოჩნდნენ. მათ იქვე შეკრებილი მრევლი დახვდა. მოგვიანებით სამართალდამცველებსა და ადამიანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციის წარმომადგენლებთან ყოველთა სომეხთა კათალიკოსი, გარეგინ მეორე ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაიანთან ერთად მივიდა. სამართალდამცველებმა ეპისკოპოსი დააკავეს, თუმცა მისი წაყვანა ვერ შეძლეს.

მოგვიანებით უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ სცადეს მღვდელმთავრის დაკავება, თუმცა კვლავ უშედეგოდ. სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სიტუაციის ესკალაციის არდაშვების გამო მათ დაკავების ოპერაცია დროებით გადადეს. სამართალდამცავი უწყება მოუწოდებს მიქაელ აჯაპაიანს თავად გამოცხადდეს და ჩაბარდეს მათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×