რეზონანსი
27.06.2025

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება, ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში გვექნება ამ მიზნის სრულად მიღწევის საშუალება. მეორე - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი გუნდური მუშაობით, ყველა ეს მიზანი საბოლოოდ იქნება მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×