რეზონანსი
27.06.2025

ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

წამყვანმა ჰკითხა რა ქმნის პოზიტიურ განწყობას და მოლოდინებს ევროინტეგრაციის პროცესის უწყვეტობაზე.

„ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ 2030 წელს, როგორც თვითონ ევროკავშირსაც აქვს დაანონსებული, დაიწყება გაფართოება. ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს. 2028 წლის ბოლოსთვის გვექნება შესრულებული 90%-ზე მეტი. ეს არის ძირითადი გზამკვლევი, რამაც უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირამდე. დანარჩენი - ძლიერი ეკონომიკა არის ამის მთავარი წინაპირობა, ხოლო ის გეოპოლიტიკური კონტურები, რომელიც დღეს გამოკვეთილია, თავიდან ბოლომდე იცვლება. ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას. მთავარი ამოცანა და დღის წესრიგი არის ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი, ვიდრე არის დღეს. ვატარებთ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. იგივე ის კანონები, რომლებიც ვიღაც-ვიღაცებმა დაგვიწუნეს, რადგან არ აწყობთ თანხების გამოაშკარავება, რომელიც უცხოეთიდან ხმარდება რევოლუციების დაფინანსებებს და ა.შ." - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×