რეზონანსი
27.06.2025

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

29 ივნისს ლას ვეგასში 28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს თოფურიამ 70.3 კგ დააფიქსირა, ხოლო ოლივეირას წონა 70.08 კგ იყო. მაქსიმალური დასაშვები წონა 70.3 კგ-ია.

წონა დააფიქსირა არმან ცარუკიანმაც (70.3 კგ), რომელიც საჩემპიონო ბრძოლის რომელიმე მონაწილეს შეცვლის, თუ ისინი გარკვეული მიზეზით ოქტაგონზე გასვლას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან ქამარი თებერვალში საკუთარი ნებით დათმო და განაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებდა.

28 წლის ქართველი მებრძოლი ოლივეირასთან ბრძოლას დაუმარცხებელი ხვდება. შერეულ ორთაბრძოლებში მან 16 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×