
რაზე ესაუბრა ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს დახურულ კარს მიღმა, ჟურნალისტების ეს კითხვა დღეს ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა. ბრიფინგი სხვა თემას - კვირას დაგეგმილ აქციას ეხებოდა, თუმცა ექსპრეზიდენტს არაფერი უთქვამს მანამდე გამართულ აუდიენციაზე. ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრა წინასწარ არც მედიისთვის იყო ცნობილი და არც ოფიციალური ინფორმაცია გაუვრცელებია საელჩოს. რობინ დანიგანი, რომელიც ივლისში თბილისს დატოვებს, პენსიაში გასვლამდე რა საკითხებს განიხილავდა სალომე ზურაბიშვილთან, უცნობი დარჩა.
შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განმარტება არც ზურაბიშვილს და არც ამერიკულ მხარეს არ გაუკეთებია, თუმცა განცხადებები უმრავლესობაში მალევე გაკეთდა. "ქართული ოცნება" შეხვედრას კონსპირაციულს უწოდებს და დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს შეხვედრის ორივე მხარეს.
სიტუაცია უჩვენებს, სავარაუდოდ, ოპოზიციასაც თუ რაზე ისაუბრეს ელჩმა და ექსპრეზიდენტმა, რადგან როგორც ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულები ამბობენ, მათთვისაც უცნობია ამ შეხვედრის შესახებ. ოპოზიციაც მეტ განმარტებას დიალოგის მონაწილეებისგან ელოდება.
რას ემსახურება ზურაბიშვილის შეხვედრები- მმართველ გუნდს საკუთარი მოსაზრება აქვს. უმრავლესობაში ახსნა განმარტებებს როგორც ექსპრეზიდენტისგან ისე ამერიკის დიპლომატიური მისიისგან ელოდებიან.
მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას ელჩ დანიგანთან მართავდა "კურიერმა" თავად ვაშინგტონის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან გადაამოწმა. ამერიკული მხარე შეხვედრას ადასტურეს, თუმცა კითხვაზე, რას შეეხებოდა საუბრის შინაარსი, "კურიერის" მიერ გაგზავნილ 2 ოფიციალურ წერილზე ამ დრომდე პასუხი არ გაუცია.