რეზონანსი
27.06.2025

პაატა ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას შეუწყდა რუსთაველის პრემია, სააგენტო „იმედინიუსი“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაატა ბუჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.

„პაატა ბუჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა. ყველა სახელმწიფო პრემია, ყველა სტიპენდია, მათ შორის ფონდი „ქართუს” სტიპენდიები, ყოველთვიურად უცვლელად და დროულად ირიცხება“, - განაცხადეს კულტურის სამინისტროში.

რამდენიმე საათის წინ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის განა­ცხა­და, რომ მას რუს­თა­ვე­ლის პრე­მია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­უ­ყა­და­ღა, რად­გან "უნდა, რომ მი­ით­ვი­სოს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×