რეზონანსი
28.06.2025

სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღოლი, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი გუშინ საღამოს ორი თვით დააკავეს.

ადვოკატების განცხადებით, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რომელიც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება.

მთავარეპისკოპოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს.

27 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ეჩმიაძინში, მთავარ საკათედრო ტაძართან მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანის დაკავება სცადეს. თუმცა, სასულიერო პირებმა და მრევლმა უსაფრთხოების ძალებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მთავარეპისკოპოსის დაკავების უფლება არ მისცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×