რეზონანსი
28.06.2025

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

კიევის რკინიგზის სადგურზე დუდას უკრაინაში პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი წარმომადგენელი პიოტრ ლუკასევიჩი დახვდა.

ივნისის დასაწყისში დუდამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უკრაინას ეწვეოდა.

ეს პრეზიდენტის რანგში ანჯეი დუდას უკრაინაში ბოლო ვიზიტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×