რეზონანსი
28.06.2025

კონტრპროდუქტიულია შიმშილით დაშინების მცდელობა და ამ გზით საზოგადოებას მიაღებინო ის გადაწყვეტილება, რაც გსურს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა შეწყვიტოს არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა და მოემზადოს არჩევნებისთვის, სადაც გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს.

„პოლიტიკაში დემოკრატიული პროცესია არჩევნებში მონაწილეობა და მცდელობა, რომ მათში წარმატებას მიაღწიო. ყველა სხვა მცდელობა - იქნება ეს საზოგადოებაზე მორალური თუ ფიზიკური ზეწოლა, ბულინგი, საზოგადოების შიმშილით დაშინება და ამ გზით მიაღებინო ის გადაწყვეტილება, რაც გსურს, კონტრპროდუქტიულია. ამიტომ, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მეორე, შეწყვიტონ არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, მოემზადონ არჩევნებისთვის, სადაც გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×