რეზონანსი
28.06.2025

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, კონკრეტული „ენჯეოების" პროტესტი კარგად აჩვენებს, რომ ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოები იცავდნენ.

,,პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს.

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია.

კონკრეტული „ენჯეოების" პროტესტი კი კარგად აჩვენებს, რომ ამდენი წელი, ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, თურმე, სწორედ ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოები იცავდნენ", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×