რეზონანსი
28.06.2025

"არანაირი დიდი ფასი ამ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას ან არმონაწილეობას არ გააჩნია. დანარჩენი, რა მდგომარეობაშიც დღეს არიან, არის თავიდან ბოლომდე მათი დამსახურება", - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციაში უთანხმოებას. 

მისი თქმით, ოპოზიცია დირექტივებს გარე ძალებიდან იღებს. 

"არანაირი დიდი ფასი ამ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას ან არმონაწილეობას არ გააჩნია. დანარჩენი, რა მდგომარეობაშიც დღეს არიან, არის თავიდან ბოლომდე მათი დამსახურება, საბოტაჟი ამომრჩეველთან, საბოტაჟი პარლამენტის, საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების. მათ, თავიანთი თავი თვითონ მიიყვანეს აქამდე - არ უსმინეს ქართველ ხალხს, უსმინეს გარე მრჩეველებს და შედეგიც სახეზეა. ამიტომ, ახლა რამდენი მიიღებს და რამდენი არ მიიღებს, მივიდნენ შიდა დაპირისპირებამდე," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×