რეზონანსი
28.06.2025

ილია თოფურია, UFC 317-ის ეგიდით, ჩარლზ ოლივეირას შეხვდება და ქამრის მოპოვებას შეეცდება.

სპეციალისტთა და ბუკმეიკერთა აზრით, თოფურია აშკარა ფავორიტად ითვლება. საინტერესოა, რა თანხას გამოიმუშავებს ქართველ-ესპანელი იმ შემთხვევაში, თუკი ოლივეირას დამარცხებას შეძლებს.

The Sports Rush-ის ცნობით, თოფურიასთვის ეს ყველაზე ძვირი არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ბრძოლა შეიძლება იყოს.

კერძოდ, მისი პოტენციური შემოსავალი, მხოლოდ ბრძოლის მოგებისთვის ნახევარ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რასაც სპონსორების ბონუსები და სხვადასხვა თანხებიც დაემატება. შესაბამისად, დიდი შანსია, ჯამურმა საპრიზო თანხამ 1 მლნ აშშ დოლარს მიაღწიოს.

შეგახსენებთ, UFC 317-ზე, მსუბუქი წონითი დივიზიონის ეგიდით, თოფურიასა და ოლივეირას ბრძოლა 29 ივნისს, თბილისის დროით, დაახლოებით დილის 08:00 საათიდან დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×