რეზონანსი
28.06.2025

კიევში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელებს ურჩია, მოთმინება გამოიჩინონ პოლონეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ.

აღნიშნული თხოვნით დუდამ უკრაინელებს კაროლ ნავროცკის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მიმართა. კერძოდ, საუბარია საარჩევნო კამპანიის დროს ნავროცკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერდა უკრაინის ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, განსაკუთრებით, ნატო-ში გაწევრიანებას.

„გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინოთ. საპრეზიდენტო მაგიდიდან სამყარო სხვანაირად გამოიყურება, სრულიად განსხვავებულია, ვიდრე არჩევნების დროს არის კანდიდატისთვის“, – განაცხადა დუდამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×