რეზონანსი
28.06.2025

ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე ალაპარაკდა. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, სტამბულში, ანკარას შუამავლობით, კიევის დელეგაციასთან შეხვედრა კიდევ ერთხელ გამართოს.

ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით, დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დიდ ცვლილებებს აანონსებს მთავარი მედიატორი. დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შინაარსზე მედიასთან ისაუბრა და ის შეთავაზებაც გაამხილა, რომელიც თეთრი სახლის ლიდერს კრემლის ლიდერთან აქვს.

სანამ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთთან სატელეფონო ხაზზე არიან, უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთის პრემიერს აჯილდოვებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდჟეი დუდას თავისუფლების ორდენი უკრაინელი ერის წინაშე გაწეული დახმარებისთვის გადასცა. ამავე ცერემონიაზე ისაუბრა ომში მყოფი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე და დიდ დანაკარგზე.

თავისუფლება, რომ რთულად მოიპოვება, ეს უკრაინელებმა კარგად იციან. უკვე 3 წელია, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძვის. გამონაკლისი არც გასული დღე-ღამე იყო, როდესაც მოსკოვმა უკრაინული ქალაქები კიდევ ერთხელ დაბომბა.

სამიზნე უცვლელია - მშვიდობიანი მოსახლეობა. ოდესაში საცხოვრებელ სახლზე მიტანილ იერიშს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 17. მსხვერპლია დნეპროპეტროვსკშიც, რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 5 მოქალაქე, 23 კი დაშავდა.

საპასუხო შეტევებს ახორციელებს კიევიც. უკრაინის თავდაცვის ძალებმა - სამიზნე ობიექტებზე მიტანილი ცეცხლით, ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკის აეროდრომზე ორი "სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.

ომი უკრაინაში უკვე 3 წელია გრძელდება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მოსკოვსა და კიევს შორის არაერთი მოლაპარაკება შედგა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უშედეგოდ დასრულდა. ომის დაწყებიდან 1220 დღის შემდეგაც კი, მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ისევ ვერ ახერხებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×