რეზონანსი
28.06.2025

საზოგადოება "ქართულის" დამფუძნებელი, გიორგი გაბუნია იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონში შესული ცვლილება ცილისწამებისა და სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული ერთადერთი და სწორი ნაბიჯია.

ცილისწამება, ზეწოლა და ფსიქოლოგიური ტერორი - გიორგი კალანდია კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებს. საზოგადოება "ქართულის" წევრი ამბობს იმასაც, რომ კანონის გამკაცრება ახლა ისეთი დროული იყო, როგორც არასდროს.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ახალი კანონით, კრიტიკული აზრის შეზღუდვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებში ცილისწამება მკაცრად ისჯება, ოპოზიცია ცვლილებას მაინც რეპრესიულს უწოდებს.

კანონში შეტანილი ცვლილებების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი მოსახლეობის უფლებების დაცვაა.

კანონი უკვე ამოქმედებულია - ამის შესახებ ცოტახნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცილისწამების მსხვერპლს სახელმწიფო ბოლომდე დაიცავს.

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში შესული ცვლილების მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც სხვას ცილს დასწამებს, საკუთარი სიტყვების დასაბუთება კანონის წინაშე მოუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×