რეზონანსი
29.06.2025

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

თოფურია თავიდანვე კარგად ახერხებდა ოლივეირას ყველა ძლიერი ირაღის განეიტრალებას. საბოლოოდ, ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.

ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.

ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×