რეზონანსი
29.06.2025

სერ­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ ბელგრად­ში, ვა­დამ­დე­ლი სერ­ბეთ­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ნახ­ლდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით, ქუ­ჩა­ში ჯერ კი­დევ გუ­შინ, 28 ივ­ნისს, ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ამ­დე, სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ტეს­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დარ ვუ­ჩიჩს “ულ­ტი­მა­ტუ­მი” წა­მო­უ­ყე­ნეს. ისი­ნი მო­ი­თხოვ­დნენ პრე­ზი­დენტს 28 ივ­ნი­სის 21:00 სა­ა­თამ­დე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ე­ნიშ­ნა.

ვუ­ჩიჩ­მა, თა­ვის მხრივ, სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ ეროვ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2026 წლის ბო­ლომ­დე არ ჩა­ტარ­დე­ბა.

ულ­ტი­მა­ტუ­მის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­პო­ლი­ციო ძა­ლებს შო­რის ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე

და­ი­ძა­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ე.წ. სპეც­რაზ­მი სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის გარ­შე­მო, პარ­ლა­მენ­ტთან და ახლო მდე­ბა­რე “პი­ო­ნირსკი პარკთან” გა­ნა­ლა­გა, სა­დაც მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კონ­ტრაქ­ცი­ას მარ­თავ­დნენ.

ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ ხალ­ხსა და სპეც­რაზმს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოხ­და.

რო­გორც BBC-ი წერს, პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი და ხმო­ვა­ნი ყუმ­ბა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, სტუ­დენ­ტე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მუ­შე­ბი­სა და ფერ­მე­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც 1-ელ ნო­ემ­ბერს "ნოვი სა­დის" რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის სა­ხუ­რა­ვის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 16 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მომ­ხდარს კო­რუფ­ცი­ას უკავ­ში­რე­ბენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×