რეზონანსი
29.06.2025

საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან განაახლებს. კანონმდებლები 2003-12 წლებში მომხდარ დანაშაულებს სწავლობენ.

დარჩენილი სხდომების ფარგლებში, კომისიის წევრები მოისმენენ ჩვენებებს სხვადასხვა, მათ შორის - წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქონების ჩამორთმევის საქმეებზე, რომელშიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

საპარლამენტო განხილვების დასრულების შემდეგ, საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას მოამზადებს.

"სულ რამდენიმე სხდომა დარჩა და შემდეგ დაიწყება დასკვნაზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, დასკვნა იქნება ისტორიული. ისტორიული იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ ალბათ ნაკლები იქნება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ჰყავდა ისეთი ხელისუფლება და რეჟიმი, როგორიც იყო "ნაცმოძრაობა". ამ თითქმის 5 თვის განმავლობაში, რა წამებაც, ქონებიც წართმევა, უბედურება, სიცოცხლის მოსპობა და ა.შ. საზოგადოებამ ნახა, ალბათ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თუ ექნება ნანახი. დასკვნა არა მარტო მოცულობითი იქნება, არამედ დატვირთული იქნება სწორედ ასეთი ტიპის ფაქტებით, რომლის შემდგომ ეჭვი არავის შეეპარება, რომ "ნაცმოძრაობა" როგორც რეჟიმი აუცილებლად გაუქმდება", - განაცხადა "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×