რეზონანსი
29.06.2025

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებს გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყებას იმ ზიანის მიუხდავად, რაც ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მიადგა.

„მათ შეუძლიათ, ვიტყოდი, რომ რამდენიმე თვეში, ან უფრო ნაკლებ დროში, ცენტრიფუგის რამდენიმე კასკადის ამოქმედება და გამდიდრებულ ურანის წარმოქმნა, ან უფრო ნაკლებს", - განაცხადა გროსიმ CBS News-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, აქვს თუ არა სააგენტოს ინფორმაცია, გადაიტანა თუ არა, ან სად ირანმა დაახლოებით 400 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანი, რომელიც მას თავდასხმებამდე ჰქონდა, რაფაელ გროსიკმ უპასუხა :

„არ ვიცით, სად შეიძლება იყოს ეს მასალა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი თავდასხმის დროს განადგურებულიყო, მაგრამ ზოგიერთი - გადაეტანათ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×