რეზონანსი
29.06.2025

სამართლებრივ ჭრილში როგორ გადაითარგმნება, ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ იმ პროცესების შეფასება, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ვითარდება, აუცილებელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე საუბრისას.

„საჭიროა საზოგადოების მობილიზება სამართლიანი პროცესების გარშემო და სამართლიანი პროცესის ხედვა. რომელია სამართლიანი პროცესი, ის, რომელსაც ხელმძღვანელობს დღეს ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი, თუ, ის რასაც დღევანდელი ხელისუფლება მიჰყვება? როცა უსამართლობის და ორმაგი სტანდარტის ეს მასა შევამჩნიეთ, უკვე დასკვნა უნდა გაკეთდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შენელებულა გააფთრებული შეტევა ჩვენი ქვეყნის მიმართ, არა ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანის მიმართ, რასაც ჰქვია სტაბილურობის შენარჩუნება", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×