
პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას და რევოლუციისკენ მოწოდებებს ეხმაურება.
"ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, "მებრძოლების" (!) მიერ ხელისუფლების "დამხობის" (!) და "ყველას დასჯის" (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.
საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.