რეზონანსი
30.06.2025

ავლაბარში გასულ ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ერთი ადამიანი. 62 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, 39 წლის კაცი სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.

თვითმხილველის ინფორმაციით, კაცი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.

"ორმა მოკლა ერთი ბიჭი. დავინახე, რომ ძირს ეგდო ის ბიჭი, დანით დაჭრა. როგორც ვიცი, გაიქცნენ", - იხსენებს თვითმხილველი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×