რეზონანსი
30.06.2025

არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, როგორც შეაფასებდა გერმანიის ელჩის ქმედებას პარლამენტის წინ მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება.

„არცერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×