რეზონანსი
30.06.2025

ჩვენ ქუჩაში გვყავს ოპოზიციის შარჟი, პირველად მსოფლიო პროტესტის ისტორიაში, ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი გამოიწვია უცხოეთის დაკვეთის ბრმად შესრულებამ.

„ჩვენ ქუჩაში გვყავს ოპოზიციის შარჟი. ეს არის, სინამდვილეში, რაც არის. გაშარჟებულია საერთოდ ოპოზიციის არსი, იმ ოპოზიციის, რომელიც ქუჩაში არის. პირველად მსოფლიო პროტესტის ისტორიაში, ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას. ამ დონეზე დაიყვანა უცხოთა მორჩილებამ ეს ხალხი, რომელიც ვერც კი აცნობიერებს, რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა ისტორია აქვს ამ საზოგადოებას, რა კულტურა და ეთიკა აქვს ამ საზოგადოებას, რა მორალის მატარებელია ეს საზოგადოება. ჩვეულებრივად უცხოეთის დაკვეთის ბრმად მიმდევარი ხალხის ჯგუფია. ვნახეთ, საბოლოო ჯამში ისინი მიიყვანეს ამ დონეზე, რომ ოპოზიცია ოპოზიციას უცხადებს შიმშილობას. სასაცილოა უბრალოდ მათი ქცევა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×