რეზონანსი
30.06.2025

კაია კალასს არ აინტერესებს რა ხდება სომხეთში და სწორად აღსრულდება თუ არა იქ სამართალი, მას მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, სწორედ ამაზე საუბრობს ხოლმე მმართველი გუნდი, რომ როდესაც ევრობიუროკრატებს სჭირდებათ სუბიექტური შეფასებები, მათი დასკვნები გვერდზეა გადადებული და მხოლოდ პოლიტიკურ სურვილებს აშიშვლებენ.

„კაია კალასის განცხადებაზე მინდა ვთქვა, რომ სომხეთი ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ჩვენ არ ვერევით სომხეთის საშინაო საქმეებში, მაგრამ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ კაია კალასს კითხვაც კი არ უჩნდება ვთქვათ იმაზე, თუ რატომ ხდება სომხეთში თუნდაც სასულიერო პირების დაკავება, რატომ ხდება სომხეთში ოპოზიციურად განწყობილი პირების დაკავება. ეს კითხვა მას არ უჩნდება. მას აქ ობიექტურობის, კანონთან შესაბამისობის საკითხი არ აინტერესებს. კითხვაც არ აქვს ამასთან დაკავშირებით, უპირობოდ მოსაწონია მისთვის. მას ამ შემთხვევაში, სამართალი სწორად აღსრულდება თუ არა ეს არ აინტერესებს. აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. სწორედ ამას ვამბობთ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რატომ არ აფასებენ საქართველოს ობიექტურ წინსვლას შესაბამისად, იმიტომ, რომ როდესაც სჭირდებათ ეს სუბიექტური შეფასება მათი დასკვნები გვერდზეა გადადებული და მხოლოდ პოლიტიკურ სურვილებს აშიშვლებენ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×