რეზონანსი
30.06.2025

რუსული ძალები ქალაქ სუმისთან 19 კილომეტრში არიან, რომელიც მოსკოვისთვის ახალ სამიზნეს წარმოადგენს - კრემლი აქტიურად იყენებს თავის რიცხობრივ უპირატესობას ფრონტის ხაზის გასწვრივ მრავალ წერტილში, - წერს ამერიკული გამოცემა "უოლ სთრით ჯორნალი".

წლის დასაწყისში უკრაინული ძალების რუსეთის კურსკის რეგიონიდან თითქმის სრულად განდევნის შემდეგ, რუსულმა ჯარებმა საზღვარი საპირისპირო მიმართულებით, სუმისკენ გადმოკვეთეს.

ამჟამად ამ ტერიტორიაზე 50 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული, რაც, იქ მყოფი ჯარისკაცების ცნობით, უკრაინელებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.

„მათი მთავარი სტრატეგია არის ჩვენი გამოფიტვა მათი რიცხობრივი უპირატესობით“, - განაცხადა რუსებზე საუბრისას გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ, უკრაინის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×