რეზონანსი
30.06.2025

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„სამწუხაროდ ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა და ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ვხედავთ იმ მოძრაობებს, რა მოძრაობაც არის საქართველოში - არ აღიარებას სახელმწიფო ინსტიტუტების, არ აღიარებას დემოკრატიული პროცესების, არჩევნების და ა.შ. ეს ყველაფერი მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×