რეზონანსი
30.06.2025

რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა , - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ზე წერს.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ტემპი დამოკიდებულია როგორც უკრაინის პოზიციაზე, ისე აშშ-ის შუამავლობის ეფექტურობაზე.

„პესკოვის ბოლოდროინდელი კომენტარები მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ორუელისეულია. რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა", - წერს კიტ კელოგი.

მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით პროგრესის მისაღწევად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომა „თანმიმდევრული და მტკიცეა".

„ჩვენი მოწოდება დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასასრულებლად სამმხრივი მოლაპარაკებებია. არ შეიძლება რუსეთმა დროის გაჭიანურება გააგრძელოს, მაშინ როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×