რეზონანსი
01.07.2025

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრნენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს, რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად. ეს კი ლონდონის ოფიციოზს ეწყინა.

"ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი "ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების" გამო."

ბრიტანეთმა, როგორც ჩანს, საქართველო ამოიღო სამიზნეში, რომ ამით მაინც დაიკმაყოფილოს ნეოკოლონიალური ვნებები და პატარა ქვეყნებს გადაუარ - გადმოუაროს. ეტკინათ სიმართლე მათ ქმედებებზე საქართველოში, ეწყინათ, რომ ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრნენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად," - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×