რეზონანსი
01.07.2025

„საოცრება იყო განცხადება, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, „დინამო არენა“ კერძო საკუთრებაშია გადაცემული და მერია ღონისძიების ორგანიზებასთან კავშირში არაა.

„აბსოლუტურად გაუგებარია. „დინამო არენა“ არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან?! შემდეგი განცხადება კიდევ უფრო მეტად საოცრება იყო, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი. მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს", არამედ რაიმე პატარა, მინი სტადიონს ავიღებ. ამისთვის მზად ვარ," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიას მიმართავს, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს.

„სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადო," - განაცხადა ბურჭულაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360“ გრადუსი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×