რეზონანსი
01.07.2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზის თანახმად, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, ომის დასრულების პროგნოზები ჯერ კიდევ აქტუალურია, რადგან მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ჯერ ვერ გამოიღო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას აფრთხილებს, რომ მას მხარდაჭერის შეზღუდული უნარი აქვს, შესაბამისად, კიევს ომის გაგრძელების შემთხვევაში ახალი სირთულეები შეექმნება. თუმცა, როგორც აღნიშნავენ სპეციალისტები, უკრაინას რეფორმების გასატარებლად დრო ჯერ კიდევ აქვს.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა 2025 წელს 2-3%-ით გაიზრდება. წლის ბოლოსთვის ინფლაცია 9%-მდე დაიწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×