რეზონანსი
01.07.2025

საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ვითარდება არაჩვეულებრივი ტემპით, ისეთით, რომელიც მართლაც სამაგალითოა მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ თუნდაც იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც არ გამოირჩევა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ გულშემატკივრობით, მათთვისაც კი თვალსაჩინოა ის დადებითი რეზულტატები, რომელიც აქვს საქართველოს.

„სადაც კვალიფიკაციაა იქ რეალურად მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველო პროგრესირებს პოზიტიურად. იქ, სადაც გვაქვს ჩვენი გარე დაუძინებელი „გულშემატკივრის" შეფასებები, სამწუხაროდ გვაქვს ცოტა აღრეული რეალობა. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ თუნდაც იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც არ გამოირჩევა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ გულშემატკივრობით, მათთვისაც კი თვალსაჩინოა ის რეზულტატები, რომელიც აქვს საქართველოს და ეს არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი რეზულტატები. დიახ, რა თქმა უნდა, ბოლო წლებია საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და საქართველო ვითარდება არაჩვეულებრივი ტემპით, ისეთი ტემპით, რომელიც მართლაც სამაგალითოა მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნისთვის", - აღნიშნა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×