რეზონანსი
01.07.2025

გასულ კვირას, პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალი წლიდან სამუშაო ადგილებზე, მათ შორის უნებართვოდ მყოფი უცხოელი გამოვავლინოთ, - განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამვანმა ჰკითხა, როგორ ხდება შრომითი მიგრაციის მართვა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ.

„შრომითი მიგრაცია ფაქტობრივად ახალი მანდატია. გარკვეულწილად ვარეგულირებდით და გვქონდა შემოწმების მანდატი, მაგრამ ეს იყო შრომის კონტრაქტის შემოწმება უშუალოდ და რამდენად იყო ჯანდაცვის სამინისტროს ერთიან ბაზაში რეგისტრირებული.

უკვე გასულ კვირას პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალი წლიდან სამუშაო ადგილებზე, უნებართვოდ მყოფი უცხოელი გამოვავლინოთ და შესაბამისი ნებართვის არმქონე პირის მიმართ გამოვიყენოთ ადმინისტრაციული სახდელი“, - აღნიშნა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×