რეზონანსი
01.07.2025

USAID-ი 1-ლი ივლისიდან ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას, - განაცხადა აშშ-ის სახელმიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„საგარეო დახმარების პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება [აშშ-ის] ადმინისტრაციის პოლიტიკას და ემსახურება ამერიკის ინტერესებს, სახელმწიფო დეპარტამენტი განახორციელებს. ეს უზრუნველყოფს მეტ ანგარიშვალდებულებას, სტრატეგიასა და ეფექტურობას", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით იმის აღიარებისთვის, რომ ამერიკის დიდი ხნის ერთგულება ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვარგარეთ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართ უნდა შეესაბამებოდეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" საგარეო პოლიტიკას", - აღნიშნულია განცხადებაში.

მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამერიკელებმა არ უნდა გადაიხადონ გადასახადები შორეულ ქვეყნებში წარუმატებელი მთავრობების დასაფინანსებლად".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×