რეზონანსი
01.07.2025

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მან საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული დინამიკა აღფრთოვანებას არ იწვევს.

„რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან. ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების დინამიკაზე. ჩვენც ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს, რაც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში და ნამდვილად არ იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას ის დინამიკა, რაც არის ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რაც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა უნდა სცენ პატივი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×