რეზონანსი
01.07.2025

სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

"ილონ მასკმა, მანამდე, ვიდრე მყარად დამიჭერდა მხარს, როგორც პრეზიდენტს, იცოდა, რომ "ელექტრომობილების მანდატის" ძლიერი მოწინააღმდეგე ვიყავი. ეს სასაცილოა, და ყოველთვის ჩემი კამპანიის დიდი ნაწილი იყო. ელექტრომობილები კარგია, მაგრამ ყველას არ უნდა დავაძალოთ მისი ქონა. ილონი შეიძლება უფრო მეტ სუბსიდიებს იღებდეს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ისტორიაში, დიდი სხვაობით, და სუბსიდიების გარეშე ილონს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს. აღარავითარი რაკეტები, სატელიტები, ან ელექტრომობილების წარმოება და ჩვენი ქვეყანა ბევრს დაზოგავს. შეიძლება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) კარგად უნდა შეხედოს ამას? - დიდი თანხა დაიზოგება!!!", - წერს ტრამპი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×