რეზონანსი
02.07.2025

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინაში ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მიზნით მიიღეს.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად, მას შემდეგ, რაც განხილულ იქნა ჩვენი ერის მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერა და დახმარება“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებზე. აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ეფუძნება შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის სამხედრო მარაგები ძალიან დაბალ ნიშნულს უახლოვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×