რეზონანსი
02.07.2025

ბოლო დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო, იმიტომ რომ აშკარაა მათი მხრიდან სამინისტროს ინსტიტუციური ჩამოშლის მცდელობა, რაც ჩვეულებრივი საბოტაჟის ერთ ერთი ფორმაა. თუ მიდიხარ, ღირსეულად წადი მაინც და უკან ნუ იფურთხები - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეულ მოვლენებს. მისი თქმით, სპეციალისტების წასვლით ინსტიტუციური მეხსიერება არ ქრება.

„ბოლო დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო, იმიტომ რომ აშკარაა მათი მხრიდან სამინისტროს ინსტიტუციური ჩამოშლის მცდელობა, რაც ჩვეულებრივი საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმაა. თუ მიდიხარ, ღირსეულად წადი მაინც და უკან ნუ იფურთხები!

P.S. თავი რომ მაგარ პროფესიონალებად მოგაქვთ, და ტერმინს "ინსტიტუციური მეხსიერება" ატრიალებთ ყველა ბრუნვაში, იქნებ ცოტა მეტი წაიკითხოთ და გაერკვეთ რას ნიშნავს ის. სპეციალისტების წასვლით ინსტიტუციური მეხსიერება არ ქრება. კადრები მიდიან მოდიან, მაგრამ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება უწყების კედლებშივე რჩება“, - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×