რეზონანსი
02.07.2025

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე, ბელა მეი კალი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს. მას ბარ­გში დიდი რა­ო­დე­ნო­ბის - 12 კი­ლოგ­რა­მამ­დე „მა­რი­ხუ­ა­ნა“ და 2 კი­ლოგ­რა­მი „ჰა­ში­ში“ აღ­მო­უ­ჩი­ნეს. და­კა­ვე­ბი­სას ბელა ჯერ კი­დევ 18 წლის იყო, მას 19 წელი მე­ხუ­თე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­უს­რულ­და. მისი თქმით, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნა წა­მე­ბით აი­ძუ­ლეს, ხოლო “სას­ტიკ­მა ტა­ი­ლან­დელ­მა ხელი და­უწ­ვა“. სწორედ ეს დამწვრობა აჩვენა გოგონამ მოსამართლეს.

ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქემ გა­ნა­ცხა­და, რომ არას­დროს შე­ხე­ბია იმ ნარ­კო­ტი­კებს, რო­მელ­თა გა­ყიდ­ვა­შიც მას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

“მე არ მინ­დო­და ამის გა­კე­თე­ბა - წა­მე­ბის ქვეშ მა­ი­ძუ­ლებ­დნენ ამის გა­კე­თე­ბას. უბ­რა­ლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბა მინ­დო­და, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი ვარ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ.

უბ­რა­ლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ რა­ღაც ცუდი მოხ­და. ნარ­კო­ტი­კებს არ ვი­ღებ, რო­გორც ჩემი სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბი­დან ხე­დავთ, სუფ­თა ვარ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ჩემ ოჯახს ჩე­მით ეა­მა­ყა,“ - გა­ნა­ცხა­და ბელა კა­ლიმ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მისი თქმით, კა­ნა­ფის შემ­ცვე­ლი ბარ­გი აე­რო­პორ­ტში მის გა­რე­შე მი­ი­ტა­ნეს და თვითმფრი­ნა­ვის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სეს.

“მისი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ის იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, მინ­და ვთხო­ვო, სა­სა­მარ­თლოს აჩ­ვე­ნოს თა­ვი­სი ხელი, რო­მელ­ზეც დამ­წვრო­ბა ჩანს. ეს ნა­წი­ბუ­რი მა­ნამ გაჩ­ნდა, სა­ნამ ის ბარ­გით „შე­ი­ა­რაღ­დე­ბო­და“, რო­მელ­საც არც კი შე­ხე­ბია...

ტა­ი­ლან­დი­დან შარ­ჯა­ში, შარ­ჯა­დან ტა­ი­ლან­დში - ეს ბარ­გი სხვა პირს გა­დაჰ­ქონ­და. მას მხო­ლოდ პას­პორ­ტი მის­ცეს და უთხრეს, რომ იქით წა­სუ­ლი­ყო. მან ამის შე­სა­ხებ პას­პორ­ტის კონ­ტროლ­ზე გა­ნა­ცხა­და, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს. წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად სად მდე­ბა­რე­ობს - ეგო­ნა, რომ თბი­ლი­სი ქვე­ყა­ნა იყო.

მას ფო­ტო­სუ­რა­თი მის­ცეს და უთხრეს, რომ შე­ე­ნა­ხა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­ხავ­დნენ მას. ეს შეხ­ვედ­რა არ შედ­გა, რად­გან გო­გო­ნა და­კა­ვე­ბუ­ლი იყო.

არას­დროს მი­უ­ღია ნარ­კო­ტი­კე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლი­სას პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტეს­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და“, - აღ­ნიშ­ნა ბრიტანელი სტუდენტის ადვოკატმა ად­ვო­კატ­მა.

რო­გორც მე­დია წერს, სა­სა­მარ­თლო­ში ბოლო გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ბრალ­დე­ბუ­ლის მუ­ცე­ლი შე­სამ­ჩნე­ვად დიდი იყო. ასე­ვე გა­ირ­კვა, რომ მისი ბავ­შვის მამა ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

ად­ვო­კატ­მა და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ პა­ტიმ­რო­ბა, 50 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლა და ბელა სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა 1 ივ­ლისს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლელა კა­ლი­ჩენ­კომ, ბელა მეი ქალი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 18 წლის ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის. ახლა მას სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, სა­დაც ექი­მე­ბი მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის სის­წო­რეს და­ად­გე­ნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×