რეზონანსი
02.07.2025

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მათივე ცნობით, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×