რეზონანსი
02.07.2025

არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, გახარიას მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს, ამიტომ მინდა მკაცრად გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც გულისხმობს სხდომის ჩაშლას, ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის.

„ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის „ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი" და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მისი ჩართვის შესახებ თხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. მე პირადად არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს, ამიტომ მე მინდა მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო (განსაკუთრებით მის ამფსონებს და გარემოცვას), რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს თავისი ლიმიტი და ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც გულისხმობს სხდომის ჩაშლას ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა. შემდეგ კომპეტენტური პირები მისცემენ კვალიფიკაციას. ამიტომ, იმედი მაქვს 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის," - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოკითხვა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×