რეზონანსი
02.07.2025

უკრაინისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა აახლოებს კონფლიქტის დასასრულს. ამგვარად გამოხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვაშინგტონის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას.

„რამდენადაც გვესმის, ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ცარიელი საწყობები. საწყობებში ამ შეიარაღების ნაკლებობა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო ახლოს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული", - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ" დაწერა, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა. როგორც გამოცემა სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით წერს, არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×