რეზონანსი
02.07.2025

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა ოპოზიციის აღიარებას, როცა თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის.

„როდესაც გადავხედავთ „ენჯეო" სექტორს, მდიდარ „ენჯეოებს" რომ ვეძახით, ფაქტობრივად 100-ვე პროცენტი ექსტრემისტია. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან. სამწუხაროა ასევე, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა „ტაბულას" დაფინანსებას, ვინაიდან ქალბატონი ჩერგოლეიშვილია დამფუძნებელი. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოც ექსტრემიზმს აფინანსებდა. ექსტრემიზმი და ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში აუცილებლად დასრულდება", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×