რეზონანსი
02.07.2025

როდესაც ამ ძალიან პატივსაცემ ორგანიზაციაში განცხადებებს აკეთებ, არ უნდა გაავრცელო ტყუილები. განსაკუთრებით მივმართავ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.

„დაუშვებელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ტყუილების გავრცელება. ოპოზიციის წევრები იმიტომ არ არიან ამ დელეგაციაში, რომ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს და ბოლო არჩევნების შემდეგ არ შემოსულან პარლამენტში. რამდენადაც ისინი არ არიან პარლამენტის წევრები, ისინი ვერც აქ იქნებიან. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ არიან ქართულ დელეგაციაში ოპოზიციის წარმომადგენლები და არა ის, რომ ისინი ციხეში არიან ან სამართლებრივად იდევნებიან. გთხოვთ, უმნიშვნელოვანესია, რომ როდესაც ამ ძალიან პატივსაცემ ორგანიზაციაში განცხადებებს აკეთებ, არ უნდა გაავრცელო ტყუილები. განსაკუთრებით მივმართავ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „აქ ვერ ვხედავთ საქართველოს ოპოზიციას, რატომ? იმიტომ, რომ ისინი ახლა ციხეში არიან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×