რეზონანსი
02.07.2025

სა­ნამ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­ზე რა­მეს იტყვით, მა­ნამ­დე სამ­ჯერ პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რეთ, ჩემი რჩე­ვაა, - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას.

კა­მა­თი წუ­ლუ­კი­ან­სა და გა­ხა­რი­ას შო­რის ე.წ. ჩორ­ჩა­ნას სა­კი­თხზე ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრის გა­მო­კი­თხვას მოჰ­ყვა.

"ჩვენ ბევ­რი ვი­და­ვეთ, ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა. პირ­ველ რიგ­ში, თქვენ ის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ჩვე­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­გე­ბით, ეფექ­ტურ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებ­და, თქვენ მიერ სა­გუ­შა­გოს ჩად­გმის შემ­დეგ, იქ ჩვე­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეფექ­ტურ კონ­ტროლს ვერ ახორ­ცი­ე­ლებს, აქ ვერ აგიხ­სნით ,რას ნიშ­ნავს სა­მარ­თლებ­რი­ვად ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლიო...“- აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­საც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ტყუ­ი­ლი უწო­და.

"ეს ტყუ­ი­ლია! მი­დით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მი­ე­ცით ჩვე­ნე­ბა, ვახო ხომ მი­იყ­ვა­ნეთ?“- აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ, რა­საც თა­ვის მხრივ წუ­ლუ­კი­ან­მა მოს­თხო­ვა, რომ შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი არ ეხ­სე­ნე­ბი­ნა.

"თქვენ სა­ნამ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­ზე რა­მეს იტყვით, მა­ნამ­დე სამ­ჯერ პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რეთ, ჩემი რჩე­ვაა“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

თა­ვის მხრივ, წუ­ლუ­კი­ა­ნის ამ რეპ­ლი­კას გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა.

"მე წი­ნა­ზეც გთხო­ვეთ, ვა­ხოს თავი და­ა­ნე­ბეთ, თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბა ეყო­ფა-მეთ­ქი და არ და­ა­ნე­ბეთ. ის კაცი ისე გა­აგ­დეს, ხვალ და­სა­ჭე­რი არ გა­გიხ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×