რეზონანსი
02.07.2025

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ დოუთის ამ უმნიშვნელოვანესი და დროული შეხვედრის ორგანიზებისთვის.

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - [გაერთიანებული სამეფოს] საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს“, - წერს მაკკლირი.

ცნობისთვის, მაკკლირი 1-ელ ივლისს სტივენ დოუთის (დიდი ბრიტანეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი) მიერ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრას ეხმაურება, რომელშიც მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ, მათ შორის იყო საფრანგეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×