რეზონანსი
03.07.2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პენიტენციურ სისტემაში უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, მათ შორის უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო მასალებზე წვდომა და საჭირო ტექნოლოგიური საშუალებები.

სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვას“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×