რეზონანსი
03.07.2025

ჩვენი მთავარი ინტერესი გარდა იმისა, რომ ვიყოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან, არის იმ ეროვნული ინტერესების დაცვა, რაზეც აგებული უნდა იყოს საქართველოს განვითარების სამომავლო ხედვა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

„ჩვენ ძალიან მკაცრად მოვითხოვეთ, რომ პატივი ეცეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის ეუთოს სადამფუძნებლო აქტს. პატივი უნდა ეცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს ეუთოს წევრ სახელმწიფოებში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია პორტოში მიმდინარეობს. დღეს სასესიო შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×