რეზონანსი
03.07.2025

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის მოადგილის, მიხეილ გუდკოვის ლიკვიდაცია მოახდინეს. ინფორმაციას რუსეთის პრიმორიეს მხარის გუბერნატორი, ოლეგ კოჟემიაკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

როგორც კოჟემიაკო წერს, გუდკოვის გარდა უკრაინელებმა მისი თანამებრძოლი ნარიმან შიხალიევი მოკლეს.

გუდკოვის ლიკვიდაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. მათი ცნობით, ეს 2 ივლისს კურსკის ერთ-ერთ საზღვრისპირა რაიონში საბრძოლო მოქმედებების დროს მოხდა.

უკრაინული მედიის ცნობით, კურსკის ოლქის კორენევოს დასახლებაში რუსეთის საზღვაო ქვეითების საველე შტაბზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 რუსი ოფიცერი დაიღუპა. უკრაინულ მხარეს მომხდარზე ოფიციალურად პასუხისმგებლობა არ აუღია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×